გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

თელავის აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan-davitashvili
levan-davitashvili

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაციის შესახებ ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თელავის აეროპორტი მთლიანად შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი.

„მთლიანად საავიაციო პოლიტიკის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების კუთხით ცალსახად ახალი იმპულსი იქნება ვაზიანის აეროპორტი, რომელიც უალტერნატივო პროექტია და გეგმის მიხედვით ვითარდება. შესაბამისად, თუ საერთაშორისო რეისები იქნება ვაზიანში, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ოპტიმალურია, რომ თელავის აეროპორტი უფრო დაბალი დანახარჯებით განხორციელდეს და იყოს მხოლოდ შიდა ფრენებისთვის გათვალისწინებული. ვაზიანი მოემსახურება, რა თქმა უნდა, ყველა ტიპის ფრენებს – ჩარტერებს, საერთაშორისო რეისებს და ა.შ.“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, თელავის აეროპორტი საკმაოდ ძვირი პროექტი იყო და ამჟამად ხდება პროექტის ოპტიმიზაცია.

„თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია ბუნებრივიც არის, რადგან ძალიან სწრაფად ხდება საქართველოს შიდა გზების და ინფრასტრუქტურის განვითარება, ძალიან ბევრი ადგილი მარტივად ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებადია, ამიტომ თელავის აეროპორტს მოვიაზრებთ მთლიანად შიდა ფრენებისთვის განკუთვნილ აეროპორტად. რაც შეეხება ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმდინარეობას, იცით, რომ გვყავს ძირითადი საერთაშორისო პარტნიორი ADB, რომელიც ექსპერტიზაში გვეხმარება – გავაკეთეთ პრეფიზიბილითი, გადავედით უფრო დეტალურ კვლევაზე და შესწავლაზე, პარალელურად, დასრულდა სანავიგაციო კვლევები, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ სწორად დავგეგმოთ ასაფრენ- დასაფრენი ზოლი. ვაზიანის აეროპორტის პროექტი ხორციელდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გეგმაზომიერად, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არის და დღეს რაც გვაქვს კონკრეტული ალოკაცია, იმის ფარგლებში ვახორციელებთ სამუშაოებს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…