გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

შვეიცარიელი და ფრანგი ჟურნალისტები საქართველოში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
junralistebi
junralistebi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავიაკომპანია easyJet – თან თანამშრომლობას აგრძელებს. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიაში პოპულარული სამოგზაურო გამოცემების Pichon Voyageur ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. ფრანგმა და შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ტურისტულად საინტერესო ადგილები და საქართველოს რეგიონები მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს კულტურას, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს.

“ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. ზოგჯერ ერევათ ერთმანეთში საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია. ამიტომ, ჩამოსვლამდე ჩემს გონებაში წარმოვიდგინე, როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო. ძალიან გავოცდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ასეთი მთები გექნებოდათ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთ მშვენიერ პეიზაჟებს, ვენახებს, ღვინოს და განსაკუთრებით საოცარ კერძებს. ასე რომ, როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, სხვადასხვა ჟურნალისთვის უნდა დავწერო სტატიები საქართველოს შესახებ. სტატიების ნაწილი გასტრონომიაზე იქნება ორიენტირებული, ზოგი — ცხოვრების სტილზე, სხვები კი კულტურაზე”,-ამბობს Pichon Voyageur -ის ჟურნალისტი.

პრესტურის მიზანია შვეიცარიასა და საფრანგეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი EasyJet-თან თანამშრომლობას უკავშირდება. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სტატიების მომზადებას სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…