2024 წლის ღვინოები განსაკუთრებული იქნება

levan muzuzla

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მუხუზლას განცხადებით, 2024 წლის მოსავლის ღვინოები განსაკუთრებული იქნება. 

როგორც მან გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, წელს აღებული მოსავალი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ლევან მუხუზლას თქმით, ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესები ძალიან მაღალ დონეზეა და არაფრით ჩამოუვარდება არც ერთ წამყვან ქვეყანას.

2024 წლის რთველი ძალიან ბევრი ფაქტორით გამორჩეული იყო. ერთ-ერთი არის ის, რომ  წლევანდელი რთველი უპრეცედენტოდ ადრე დაიწყო . 

გარდა ამისა, გამორჩეული იყო როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით. ყურძენში ამდენი თანხა არასდროს გადახდილა, რაც ასევე ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს ყველაფერი მივა ფერმერების ოჯახებამდე. 

ძალიან მრავალფეროვანია ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო ამ დარგს უწევს . შესაბამისად, ამ ყველაფერს მოაქვს  ის შედეგი, რომ 2010-დან 2020 წლამდე გაშენდა ყველაზე მეტი, 18 ჰა. ვენახი. შესაბამისად, ის კრიზისი რომელიც იყო მე-20-ე საუკუნის ბოლოს, როდესაც ქართული ვენახი მცირდებოდა, აღარ არის. ახლა  ვენახების ფართობმა 48 000 ჰა-ს გადააჭარბა. ჩვენი ჯიშების მრავალფეროვნება არის ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ”, – აცხადებს ლევან მუხუზლა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები