გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ვერეს ხეობაში სასტუმრო Greet by Accor გაიხსნება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
greet-by-accor
greet-by-accor

შპს „ჰოტელეა“ თბილისში საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს გახსნას გეგმავს. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4-ში მშენებლობა თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა.

Greet by Accor საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოში, რომელიც 4000 კვ.მ ფართობზე შენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

კომპანია „ჰოტელეამ“ მშენებლობის ვადის გახანგრძლივება არქიტექტურის სამსახურისგან წინა წლებში რამდენჯერმე მოითხოვა. უკანასკნელად, გასული წლის ნოემბერში კომპანიამ დასრულების ვადების 4 თვით გადაწევაზე ნებართა მიიღო, რომლის მიხედვითაც, მშენებლობა რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.

„შპს ჰოტელეა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ.თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილ #4-ში (ს/კ 01.14.14.005.242) ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას. დღეის მდგომარეობით (11.2023) ჩვენი მხრიდან დასრულებულია ობიექტის მშენებლობის ძირითადი კონსტრუქციული და ფასადის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს მომავალში დავასრულებთ ფასადის მოწყობის სამუშაოებს შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, სამწუხაროდ საფასადე მასალის მცირე ნაწილის მოწოდება გვიანდება. მიუხედავად ამისა, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად სამუშაოების სრულად დამთავრება და სამშენებლო მოედნის მოწესრიგებას ვერ ვასწრებთ დადგენილ ვადაში, სამშენებლო კომპანიასთან და სხვა კონტრაგენტებთან შეთანხმებით განვსაზღვრეთ, რომ სამუშაოების შესრულების ვადა დამატებით მოითხოვს მშენებლობის ვადით გათვალისწინებულზე დაახლოებით 4-თვიან მეტ პერიოდს, შესაბამისად პროექტის სამშენებლო ნებართვისა და სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად ექსპლუატაციაში მისაღებად შესაბამის კონდიციამდე მისაყვანად დაგვჭირდება დროის მონაკვეთი 2024 წლის 20 აპრილამდე“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

შპს „ჰოტელეას“ დირექტორი ბულგარეთის მოქალაქე რადოსლავ ცვეტანოვ დუდოლენსკია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ბლექვუდი“, რომლის საბოლოო მფლობელიც დუდოლენსკია. ის 2010-2013 წლებში სს „ენერგოპრო ჯორჯიას” წარმომადგენლისა და გენერალური დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, გარდა ამისა მის სახელს უკავშირდება შპს „კასლეთი 2“ და შპს „ჰიდროლეა“.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…