გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ველნეს ტურიზმის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვანია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Wellness Tourism Georgia
Wellness Tourism Georgia

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორის სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, ველნეს-სპა მიმართულების განვითარება საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს მოიზიდავს. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” განმარტა, აღნიშნულისთვის სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი დ აუცილებელია.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ველნეს-სპა მიმართულებებზე ქვეყანაში ძირითადად მხოლოდ ადგილობრივები ინტერესდებიან.

“ჩვენი მომხმარებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივები წარმოადგენენ. ბალნეოლოგიურის მიმართულება, რომ წახალისდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა აუცილებელია. ვერც ერთი კურორტი ვერ შეძლებს თავისი რესურსით საერთაშორისო ბაზრებზე მომსახურებისა და სერვისის გატანას. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა და ყველაზე მეტად ეს ზრდა რეაბილიტაციისა და სპა-ველნეს მიმართულებით შეიმჩნევა. 

ქართველებმა უკვე ისწავლეს და დაინახეს რა საჭიროებები არის ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით და აღნიშნულ პროცედურებზე მოთხოვნა გააქტიურებულია. 

საქართველოს სამედიცინო ველნეს ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ველნეს-სპა მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებელი ჩამოდის. ის არ არის ერთდღიანი და ორდღიანი ტურისტი და ის გაცილებით ბევრს ხარჯავს. ევროპაში, სადაც მსგავსი ტიპის კურორტებია ტურისტების 80% იტარებს ამათუ იმ პროცედურას. სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ბევრი ტურისტი შემოვიდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონია სახელმწიფოსთან კომუნიკაცია და მოლოდინის რეჟიმში ვართ”, – აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…