გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

თუშეთს წელს ყველაზე მეტი ქართველი სტუმრობა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tusheti
Tusheti

„წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ქართველი მოვიდა ამ სეზონზე თუშეთში”, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თუშეთში მოქმედი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, მათე წვერაიძემ განაცხადა.

როგორც წვერაიძემ აღნიშნა, წელს მთაში უცხოელი ტურისტის ნაკლებობა შეინიშნებოდა, თუმცა ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯზე, ჯამურად, თუშეთს წინა წელთან შედარებით, ორჯერ მეტი სტუმარი ჰყავდა.

„ქართველების რაოდენობა გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ გახუთმაგდა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შედარებით შემცირებულია უცხოელების სტუმრობა. თუმცა, ჯამურად, შარშანდელთან შედარებით, თუშეთში დამსვენებელთა რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი ადგილობრივების ხარჯზე.

მეორე წელია, რაც თუშეთის გზა გაიწმინდა, გაფართოვდა და ამან იქონია გავლენა იმაზე, რომ უცხოელზე მეტი რაოდენობით ქართველი მოვიდა ამ სეზონზე. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ეს და მისასალმებელია, რომ ეს საკითხი გვარდება. კეთების პროცესი ახლაც მიმდინარეობს, დაახლოებით 7-წლიანი გეგმა იყო და მომდევნო წელს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ინფლუენსერი, ტიკტოკერი და ცნობილი სახე იყო წელს თუშეთში. მიდიოდა აქტიური პოპულარიზაცია, რამაც, ბუნებრივია, მოსახლეობის დაინტერესება გამოიწვია.

რამდენიმე წლის წინ იყო ისეთი სიტუაცია, რომ მხოლოდ უცხოელები მოდიოდნენ აქ, ქართველები კი მინიმალური რაოდენობით.. ადგილობრივები უფრო ქეიფის მიზნით, ამას დიდად მოგზაურობას ვერ დავარქმევდით. ამოდიოდნენ ერთ ლოკაციაზე და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. ახლა შემოტრიალდა სიტუაცია და მთას სხვა კუთხით მიაქცია ხალხმა ყურადღება. ადრე ამბობდნენ, რომ პირობები არ იყო. სადაც დენი და გაზი არაა, კომფორტი არაა, იქ არ უნდოდათ დროის გატარება, ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა”, – აღნიშნავს მათე წვერაიძე.

რაც შეეხება უცხოელ დამსვენებლებს, ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი, რომლის საოჯახო სასტუმროც უკვე ორი წელია ბაზარზე ოპერირებს, ამბობს, რომ სტუმრებს შორის ისევ ევროპული სეგმენტის აქტიურობა შეინიშნება.

„ძირითადად, ევროპული ნაწილი მოდის. ლიდერად რჩება გერმანია, ასევე აქტიურად შეინიშნებიან სტუმრები ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან. ძირითადად, ამ ოთხი ქვეყნიდან მოდის ყველაზე მეტი სტუმარი. ავსტრალიიდანაც იყვნენ ვიზიტორები, მაგრამ ცოტა რაოდენობით”, – აცხადებს მათე წვერაიძე.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…