გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

The Independent ახალი ავიარეისების შესახებ სტატიას ამზადებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
The Independent
The Independent

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, დიდი ბრიტანეთიდან პოპულარული გამოცემის, The Independent ჟურნალისტს მასპინძლობს.  შონ მოლტონს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვდა.

მაია ომიაძემ ბრიტანელ სტუმარს დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო. ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტმა თბილისის მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და  კულტურულად საინტერესო ადგილები მოინახულა.

 „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში იმყოფება მაღალრეიტინგული ბრიტანული მედიასაშუალების The Independent-ის ჟურნალისტი, რომელიც სტატიას გამოაქვეყნებს ჩვენი ქვეყნის შესახებ და  საქართველოში ახალი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

ასევე სტატიას მოამზადებს საქართველოს, როგორც ახალი დანიშნულების ადგილის შესახებ, რომელსაც ბრიტანელები აუცილებლად ეწვევიან.

მოგზაურები ახალი ავიარეისებით ჩამოვლენ საქართველოში და ახალ ტურისტულ მიმართულებას აღმოაჩენენ.

ჟურნალისტი 5 დღის განმავლობაში დაათვალიერებს თბილისს და გაეცნობა ჩვენს კულტურას, იმ განსაკუთრებულ შეგრძნებებს, რასაც თბილისი მოგზაურებს უტოვებს და ვფიქრობ დიდი შთაბეჭდილებებით დატოვებს საქართველოს და თავის გამოცდილებას გაუზიარებს ბრიტანელ მკითხველს“- განაცხადა მაია ომიაძემ.

 „თბილისში ადრეც ვარ ნამყოფი და ახლა ბევრად უფრო განვითარდა. თბილისი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურით, სტილითა და მრავალფეროვნებით. ქალაქის თითოეული ნაწილი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ძალიან მომეწონა ისტორიული ბაზარი,  რომელიც ადრე ქუჩაზეც იყო და დღეს მიწისქვეშ არის.

რაც შეეხება ავიამიმოსვლას, ლონდონიდან ორი ავიაკომპანია ასრულებს რეისებს თბილისის მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს მიმოსვლას, პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, თბილისში მოხვედრა  უფრო მარტივდება და ვფიქრობ აქ ბევრი მოგზაურო ჩამოვა, ასევე ბევრი ეწვევა საქართველოდან დიდ ბრიტანეთს“- აცხადებს შონ მოლტონი The Independent ჟურნალისტი. 

გავლენიანი გამოცემა ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით  British Airways-ის დაწყებული რეგულარული ფრენების,  საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და თბილისის შესახებ სტატიას ამზადებს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…