გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისისდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tea Zakaradze
Tea Zakaradze

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, რომელიც Georgian Airways-ის მიერ რომის მიმართულებით ფრენების დაწყების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა. როგორც თეა ზაქარაძემ განაცხადა, ახალი მიმართულებით ისარგებლებენ როგორც ქართველი მგზავრები, ასევე ტურისტები.

„ყველას გილოცავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიც არის რომი. ეს არის ძალიან სასიხარულო ჩვენთვის, ჩვენი აეროპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით გვაქვს 21 პირდაპირი მიმართულება. ანუ, თბილისიდან შეგვიძლია ვიფრინოთ ევროპის 21 ქალაქში და აქედან 9 მიმართულებას ტვირთავს Georgian Airways-ი, რაც არის ძალიან კომფორტული ქართველი მგზავრებისთვის და არა მხოლოდ ქართველი მგზავრებისთვის“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Georgian Airways-მა რომის მიმართულებით ფრენები დღეიდან დაიწყო, თუმცა რამდენიმე დღის უკან დაამატა ასევე ფორლის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები. ავიაკომპანია პირდაპირ ავიარეისებს ასრულებს ასევე მილანის მიმართულებითაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…