გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ლევან მოსეშვილი: ,,ჯორჯიან ეარვეისი” ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
levan moseshvili
levan moseshvili

ლევან მოსეშვილი: ,,ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“  თბილისიდან იტალიის ქალაქ ფორლის მიმართულებით პირდაპირი  რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს ფორლიში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ შესრულდა. 

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. თბილისი-ფორლი-თბილისის რეისის საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ლებანესე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-სა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას ლევან მოსეშვილმა ქართულ ავიაკომპანიას წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ზუსტად 2 დღეში საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის დედაქალაქს დაუკავშირდება. ჯამურად კი ჯორჯიან ეარვეისი იტალიის 3 ქალაქის მიმართულებით კვირაში 6 სიხშირით იფრენს. 

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ჩვენს ბაზარზე ეტაპობრივად ოპერირება დაიწყეს British Airways-მა, easyJet-მა, შვეიცარიულმა Edelweiss-მა და ფრანგულ-ჰოლანდიურმა Transavia France-მა. ივნისიდან კი მათ რიცხვს Air Serbia შეუერთდება. ასევე, ლიონის მიმართულებით დაიწყება ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

 ამ ფონზე, განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის კიდევ უფრო გააქტიურება. ორი ახალი მიმართულებით იფრენს ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ  კვირაში 1 სიხშირით, ავიაკომპანია დღეიდან, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის სამედიცინო კურორტ ფორლის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 26 აპრილიდან თბილისი კვირაში ორი სიხშირით რომს დაუკავშირდება.

ჯორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული პირველი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე, ევროპის 9 ქალაქის მიმართულებით ასრულებს პირდაპირ ფრენებს,-”განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას,  გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს. 

26 აპრილიდან  “ჯორჯიან ეარვეისი”   რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და შაბათს  შეასრულებს. ავიაკომპანია ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…