გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისი – მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალი სტრატეგიული მიმართულება 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Easyjet
Easyjet

საქართველოს დედაქალაქი, ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Awards 2025 ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატებისთვის, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. 

Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი – თბილისი.  

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.  

ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან ჯამურად კვირაში 6 სიხშირით ასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოსთვის EasyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს: პირველ პირდაპირ საჰაერო კავშირს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის, პირდაპირ კავშირს ბრიტანეთთან და იტალიასთან. აგრეთვე საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას რეგიონის ერთ-ერთი წამყვან ტურისტულ მიმართულებად. 

თბილისის მიმართულების დამატება დადებითად შეფასდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მედია საშუალებების მიერ. მათი შეფასებით, „თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, შუასაუკუნეების კლასიკური და შერეული არქიტექტურით, სადაც ტურისტებს შეუძლიათ ისეირნონ, ესტუმრონ პატარა კაფეებს, მოინახულონ ტაძრები, ავიდნენ მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობაზე – IV საუკუნით დათარიღებულ ნარიყალას ციხესიმაგრეზე, საიდანაც დედაქალაქზე ულამაზესი ხედები იშლება“. 

წელს ავიაკომპანია იუბილარია. Easyjet 30 წლის წინ დიდ ბრიტანეთში დაფუძნდა. ავიაკომპანია 35 ქვეყანაში, 1100-ზე მეტი მიმართულებით ოპერირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…