შესაძლოა Ryanair-ი საქართველოში დაბრუნდეს

Ryanair

მთავრობამ  ავიაკომპანია Ryanair-ის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლა. 

“8 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირლანდიაში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair აღმასრულებელ მმართველთან, მაიკლ ო’ლირისთან,”-  ინფორმაციას საქართველოს საელჩო ირლანდიაში ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ავიაკომპანიის საქართველოს აეროპორტებში ფრენების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს.

შეგახსენებთ, Ryanair-ი საქართველოში 2019 წლის ნოემბერში შემოვიდა, თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენები შეაჩერა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print