გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი Bloom Festival-ს უმასპინძლებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilisis balneologiuri da spa kurorti
Tbilisis balneologiuri da spa kurorti

საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისა და მათი ცნობადობის გაზრდის მიზნით, 16 და 17 მაისს, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი ჯანმრთელობის, ბუნებისა და სილამაზის ფესტივალს, იგივე Bloom Festival-ს უმასპინძლებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფიზიკური მედიცინის, ბალნეოლოგიისა და კურორტოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა, ღონისძიება მისი ასოციაციის ინიციატივით გაიმართება, მხარდამჭერი კი საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია იქნება.

„თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი Bloom Festival-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. გასულ წელს, ღონისძიებას 8 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. წელს, ჩვენი ფესტივალი გაცილებით მასშტაბური იქნება და 20 ათასამდე ვიზიტორს ველოდებით“, – აღნიშნა სალომე ყვავილაშვილმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს აბსოლუტურად ყველა კურორტი და ასევე, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ნატურალური პროდუქტები.

როგორც სალომე ყვავილაშვილი განმარტავს, ფესტივალის ფარგლებში, სხვა საერთაშორისო ვიზიტორებთან ერთად, ჩამოვლენ ჟურნალისტები და ბლოგერები ევროპული ქვეყნებიდანაც, რომლებიც კურორტოლოგიის მიმართულებით, საქართველოს პოტენციალს გააშუქებენ. გარდა ამისა, ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს ტრენინგებსა და B2B შეხვედრებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…