გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ვიზიტორები აზიიდან შესაძლოა 6-დან 27%-მდე შემცირდეს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aziuri nakadi
aziuri nakadi

კონფლიქტის გამო, ახლო აღმოსავლეთიდან ვიზიტორები შესაძლოა, 6-დან 27%-მდე შემცირდეს – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენების ტურიზმის სექტორზე გავლენას აფასებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის სექტორი ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ზომიერ დამოკიდებულებას აჩვენებს. კონკრეტულად, საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ამ რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს. რისი მიზეზიც არის ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველიანი ტურისტები.

კონფლიქტის გავლენა მის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული: ხანმოკლე შეფერხება დროებით შემცირებას და სწრაფ აღდგენას გამოიწვევს, ხოლო გახანგრძლივებულმა სცენარმა შეიძლება გამოიწვიოს ჩამოსვლების (14%-მდე) და ტურიზმის შემოსავლების მდგრადი შემცირება, დატვირთვისა და ფასების შემცირებასთან ერთად.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მნიშვნელოვან ნეგატიურ რისკებს წარმოშობს. არსებული შეფასებებით, 2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადების 6-27%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ვიზიტორთა დანახარჯების არსებით შემცირებასაც გამოიწვევს“, – წერს „თიბისი კაპიტალი“.

მიმოხილვის მიხედვით, ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3 589 ლარი ხარჯავენ, საუდის არაბეთიდან უფრო მეტი 3 941 ლარი იხარჯება; ხოლო გაერთიანებული არაბთა საამიროების შემთხვევაში ეს 3 239 ლარია.

კომერსანტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…