გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა  გაიმართა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli Gvino Seulshi
Kartuli Gvino Seulshi

ქართული ღვინის  საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.

სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს, დეგუსტაციას და ქართული ღვინის ფესტივალს 400 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.

ქართული ღვინის მასტერკლასი კომპანიის „Wine21.com” აღმასრულებელმა დირექტორმა მიკი ჩოიმ და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა მიხეილ თიგიშვილმა გახსნეს.   

ღონისძიების სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის კოორდინატორმა მარიამ მეტრეველმა წარუდგინა.

ქართული ღვინის მწარმოებელმა ათამდე კომპანიამ ინდივიდუალური პრეზენტაციები და სხვადასხვა დასახელების ღვინო წარადგინეს.

ღონისძიების მეორე ნაწილში, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანიის მიერ, ადგილობრივი იმპორტიორების, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისა და სომელიეებისთვის დეგუსტაცია  გაიმართა.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ქართული ღვინის ფესტივალით დასრულდა, რომელიც მოიცავდა საზეიმო მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, დარგის ადგილობრივი ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ინფლუენსრებისთვის, ასევე ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებულ საინფორმაციო აქტივობებს.

აზიის რეგიონში, კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება  მეოთხედ ჩატარდა.

სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Wine21.com”, კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და  მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR  და მარკეტინგულ საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ  ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ,,Seoul International Wine and Spirits Expo“ და  “Daejeon International Wine Festival”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…