საქართველოსა და კორეას შორის ფრენები განახლდება

air korea

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური ჩარტერული ფრენები განახლდება.

ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შესრულდება.


აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ ინჩეონი – თბილისი – ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019 წლებში კი, სეზონური ფრენები სეული – თბილისი – სეულის მიმართულებით განხორციელდა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Korean Air-ს საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2025 წლის 2 აპრილს მიანიჭა.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები