გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

საოჯახო მარნები ლოს-ანჯელესის გამოფენაზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saojaxo marnebi
saojaxo marnebi

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის  მწარმოებელმა შვიდმა საოჯახო მარანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოფენაზე ,,RAW Wine LA” ქართული ღვინოები  წარადგინა.

გამოფენის სტუმრები ქართული მარნების: „იაგოს ღვინო“, „მუშკუდიანის მარანი“, „პატარიძის რაჭული“, „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“, „ანაპეა“, „გოცას ღვინო“, „იბერიელი” ღვინოებს და ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას გაეცნენ.

გამოფენაზე „RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. მსგავს პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენით იზრდება  ქართული ღვინის ცნობადობა, რაც პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

მიმდინარე წელს, გამოფენაში 14 ქვეყნის 100-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, კანადა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი „Ancient Vines“ (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN,  The Wall Street Journal,  Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast ).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…