გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი ნიუ-იორკში გაიმართა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Qarvisferi gvinis pirveli festivali
Qarvisferi gvinis pirveli festivali

ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი „Amber Georgia” ნიუ-იორკში გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით, ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალი „Amber Georgia” აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის ცნობილ საგამოფენო სივრცეში „Industry City“ გაიმართა. 

ფესტივალზე ქარვისფერი ღვინოები 30-მდე ღვინის მარანმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოადგინა. 

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. დღევანდელი ღონისძიება დაეხმარება ქართული ქარვისფერი ღვინის საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას აშშ-ის ბაზარზე. ფესტივალზე მოსული სტუმრების რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ამერიკელი ღვინის პროფესიონალების, მომხმარებლებისა და კომერციული სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ქარვისფერი ღვინის მიმართ მზარდ ინტერესზე მიუთითებს“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენებისა და ღონისძიებების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ელენე კიკნაძემ.

ქარვისფერი ღვინის ფესტივალის ჩატარების ინიციატივით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს ასოციაციამ „ბუნებრივი ღვინო“ მიმართა.

„ქართული ღვინისთვის ისტორიული დღეა, რადგან ეს არის ქართული ღვინის პირველი ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ჩვენ წლების განმავლობაში ვიღებდით  მონაწილეობას სხვადასხვა ფესტივალში; ახლა კი დადგა დრო, როდესაც აშშ-ში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. იმედი გვაქვს, რომ ეს ღონისძიება ბევრ ქართველ მეღვინეს მისცემს ამერიკის ბაზარზე  ქართული ღვინის გაყიდვის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ დირექტორმა, მეღვინე ზურაბ მღვდლიაშვილმა.

ქართული ღვინის ფესტივალს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია დაესწრო. აშშ-ში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.

ქართული ქარვისფერი ღვინო, რაც ტექნოლოგიურად ჭაჭაზე დაყენებულ ღვინოს ნიშნავს, სახელწოდებით „დურდოზე (ჭაჭა) ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალს დაემატა. მანამდე, OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში სულ 7 ღვინო შედიოდა:  „შუშხუნა“, „ცქრიალა“, „შემაგრებული“, „ლიქიორული“, „ბუნებრივად ტკბილი ღვინოები“, „აისვაინი“ და „საფუვრის აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო“. „დურდოზე ხანგრძლივი მაცერაციით დაყენებული ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მე-8 გახდა.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, ასევე ქარვისფერი ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“, საქართველოდან რვა მარნის 15-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…