გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
qartuli gvinis khariskhi
qartuli gvinis khariskhi

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის  მწარმოებელი 20-მდე საოჯახო მარანი აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ გამოფენა RAW Wine NYC-Si  მონაწილეობდა.

გამოფენა RAW Wine-ზე   (The Artisan Wine Fair) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საოჯახო მარნების ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნულ გამოფენაზე გვაქვს შესაძლებლობა, ფართო მასშტაბით წარმოვაჩინოთ ქვევრის ღვინო, მოხდეს მისი გაცნობა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის და მწარმოებლებს მიეცეთ პოტენციური იმპორტიორების მოძიების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს გამოფენებისა და ღონისძიებების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ელენე კიკნაძემ.

გამოფენა RAW Wine-ის  ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.  მიმდინარე წელს ქართული ღვინის მარნები, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პარიზში, შანხაიში, ტოკიოში, კოპენჰაგენსა და ვერონაში გამართულ RAW Wine-ის გამოფენებში მონაწილეობდნენ.

„წელს საქართველოდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა გვყავს. როდესაც ვსინჯავთ ქართულ ღვინოებს, აშკარაა, რამდენად განსხვავებულია თითოეული მათგანი. ყურძნის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია. ძალიან სასიამოვნოა, რომ სულ უფრო მეტი მეღვინე მუშაობს აქამდე ნაკლებად ცნობილ ჯიშებთან. ადრე, ძირითადად, რქაწითელსა და საფერავს ვხედავდით, ახლა კი, ბევრად ხშირად გვხვდება ქისი, ქიხვი, მწვანე, ასევე როზე და ბუნებრივად ცქრიალა, რაც ძალიან სასიხარულოა. შესაბამისად ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება და სტილების მრავალფეროვნებაც მეტად იზრდება“, – აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

ქართული ღვინის ფესტივალს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაია ბართაია დაესწრო. აშშ-ში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსგანაც მიიღეს.

ერთი კვირის განმავლობაში, ნიუ-იორკში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე – ქართული ქარვისფერი ღვინის პირველ ფესტივალ Amber Georgia-სა  და გამოფენა RAW Wine NYC-ზე.

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…