გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli Gvino
Kartuli Gvino

სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown), ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ივლისში ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ლისა პეროტი-ბრაუნი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში ესტუმრა, სადაც ადგილზე დააგემოვნა მრავალფეროვანი ქართული ღვინოები, გაეცნო ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებს.

ამასთან ერთად, თბილისში, ორი დღის განმავლობაში, სპეციალურ დეგუსტაციაზე ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნა. ღვინის მაგისტრის მიერ გასინჯულ ღვინოებზე შეფასებები „The Wine Palate“-ის  სტატიაში გამოქვეყნდა. ცნობილ ამერიკელ ღვინის მაგისტრთან თანამშრომლობის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ონლაინ-გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან,  განახლებადი ახალი მიმოხილვებით. საიტი შექმნილია,  რათა დაეხმაროს მომხმარებლებს, ადვილად იპოვოს სასურველი ღვინოების სტილი და, ამავდროულად, გაიუმჯობესოს ღვინის დაგემოვნების გამოცდილება. 

ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოს მიმდინარე წლის ოქტომბერში ისევ ეწვევა. ამერიკელი ღვინის მაგისტრი, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს, ძირითადად, ამერიკულ და ბორდოს ღვინოებს, ასევე, შამპანურს მიმოიხილავს, რასაც ქართული ღვინოებიც დაემატა. 

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

(საქართველოზე სტატიისა და ქართული ღვინის შეფასებების სანახავად აუცილებელია საიტზე რეგისტრაცია: https://thewinepalate.com/.).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…