გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინო ნიუ-იორკში – ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli Gvino Niu iorkshi
Kartuli Gvino Niu iorkshi

ქართული ღვინის აშშ-ს ბაზარზე  ექსპორტის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ რვა ქართული ღვინის მარანი იყო წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

ფესტივალი „Karakterre“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანულ, ბიოდინამიკურ და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის ყოველწლიურად იმართება ავსტრიის ისტორიულ ადგილებში და ნიუ-იორკში. წელს ფესტივალში 200-მდე ღვინის მწარმოებელი მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან მონაწილეობდა. 


ფესტივალის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა სტილის 15-მდე ქართული ღვინო დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის. 
ფესტივალის ფარგლებში, საფერავის მასტერკლასიც გაიმართა. 


ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, ღვინის ეროვნულ სააგენტო ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. 

კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას. 

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…