გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინის წარდგენა – მილანში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli gvino milanshi
Kartuli gvino milanshi

ღვინის ეროვნული სააგენტოს და მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ მილანის რიგით მერვე ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე ,,Milano Wine Week 2025” ქართულ ღვინო იყო წარმოდგენილი.

9 დღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომელიც ორიენტირებულია ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებზე, მომხმარებელზე, მედიისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლებზე,  ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებები გაიმართა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ღონისძიებების მენეჯერმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის შესახებ პრეზენტაცია  და მასტერკლასი ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორების, საცალო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა. გაიმართა „Walk-around“ ფორმატის დეგუსტაციებიც.

ფესტივალზე ქართული ღვინის წარდგენას მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია დაესწრო. 

ფესტივალს ტრადიციულად 5 000-ზე მეტი ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალი და მომხმარებელი ესწრება როგორც იტალიიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ღვინის პროფესიონალებისა და მომხმარებლების წრეებში. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  ამერიკის, ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში 21 გამოფენა/ფესტივალსა და 200-მდე დეგუსტაცია-სემინარზე.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…