გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ  ნაგოიაში გაიმართა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Kartuli gvino iaponiashi
Kartuli gvino iaponiashi

საქართველოს მეღვინეობის ისტორიის, კულტურის,  ვაზის ჯიშებისა და   ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია კომპანიის „Red Bridge“ დირექტორმა, იაპონიაში ერთადერთმა ღვინის მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ გამართა; მანვე სტუმრებს სხვადასხვა სტილის 8 ქართული ღვინო წარუდგინა კახეთის, იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან.

ღონისძიებას იმპორტიორები, ბაიერები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, ჯამში, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

ნაგოია, იაპონიის ჩუბუს პრეფექტურის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რეგიონის დედაქალაქად ითვლება და მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრს წარმოადგენს 10 მილიონი მაცხოვრებლით. ნაგოია იაპონიაში სიდიდით მესამე ქალაქია ტოკიოსა და ოსაკას შემდეგ.

მარკეტინგულ კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს. მისი საქმიანობა იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებას მოიცავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდის ხელშეწყობაა.

იაპონიაში ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოეწყო. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  დეგუსტაციების პარალელურად, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“, “RAW Wine Tokyo” და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მასშტაბური გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…