გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

კახეთში, სოფელ კისისხევში ახალი მარანი “კისისხევი” იხსნება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
kisiskhevi
kisiskhevi

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კისისხევში შაბათს ახალი მარანი “კისისხევი” იხსნება. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” მარნის წარმომადგენელი, ნინო გრძელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში საოჯახო მარნების გახსნა, განვითარება და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

მარნის წარმომადგენლის თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 000 ლარია.

“დიდი იმედებით ველოდებით საოჯახო მარნის გახსნას. ამ ეტაპზე, გახსნისთვის ვემზადებით და შაბათ, ან კვირას სტუმრების მისაღებად ოფიციალურად მზად ვიქნებით. მინდა გითხრათ, რომ კისისხევი ძალიან საინტერესო სოფელია, უძველესი კულტურული ძეგლები გვაქვს… სოფელს ამავდროულად, ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ადგილზე ბევრი მარანი და სასტუმროცაა, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. წინ საინტერესო გეგმები გვაქვს, პირველ რიგში, მარნის დარბაზში ე.წ. კახური სუფრის გაშლას ვაპირებთ, ასევე ღვინის დეგუსტაციას და ვფიქრობ, ტურისტებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შევქმნით. როგორც გითხარით, ჩვენს სოფლებში სხვა მარნებიც არის, თუმცა ვცდილობთ პოტენციურ მომხმარებლებს სიახლე შევთავაზოთ, რომლის ფარგლებშიც გეგმაში ასევე,  ბუნებაში ტური გვაქვს.

ამჟამად, მხოლოდ 2 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: საფერავი და რქაწითელი, რაც კახეთის ტრადიციული ღვინოებია. ღვინოს ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ – ქვევრში. სამომავლოდ, წარმოების გაზრდას არ გამოვრიცხავ. კერძოდ, შორეულ მიზანში წინანდლის, ქისის დამზადებაც გვინდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ. კისისხევში უნიკალური ადგილებია, შესაბამისად, ტურისტებს ჩვენგან განსხვავებული შეთავაზება ექნება. ჩემი აზრით, 70% უცხოელ მომხმარებლებზე ვიმუშავებთ, მცირე ნაწილი კი, 30% ადგილობრივ მოსახლეობაზე გავალთ”, – აღნიშნავს ნინო გრძელიშვილი.

ცნობისთვის, მარანი “კისისხევი” კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვენახის ფართობი კი, ჰექტარ ნახევარია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…