გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Condé Nast Traveller
Condé Nast Traveller

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveller საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ლიდია სვინსკო მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

„საქართველო ცნობისმოყვარე მოგზაურობს ხიბლავს, ამ ქვეყანაში იმდენი სანახაობაა, რომ თვეები დაგჭირდებათ საქართველტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveller საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს.ოს გასაცნობად, აქ ზიგზაგები უნდა გაიაროთ რომ შეისწავლოთ საქართველო ბათუმის შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საზღვრამდე. საქართველოში 1751-ზე მეტი მწვერვალია, რომელიც ნოემბრიდან აპრილამდე თოვლით იფარება. საქართველოში ამოუწურავი აქტივობები დახვდებათ ბუნების მოყვარულებს, მოთხილამურეებს, მოლაშქრეებს და გურმანებს, რომლებსაც კერძების მდიდარი არჩევანი ელოდებათ. მოგზაურები საქართველოს შორეულ სოფლებში უძველეს ეკლესიებს და ორნამენტებით მორთულ მონასტრებს გაეცნობიან“-წერს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი სტატიაში „იდეალური 7 დღიანი მოგზაურობა საქართველოში“.

ლიდია სვინსკო მკითხველს ურჩევს, როგორ დაგეგმოს ერთკვირიანი ტური საქართველოში.

“მოგზაურებს ბევრი რამ იზიდავთ, ქვეყნის შესასწავლად თუ მხოლოდ ერთი კვირა გაქვთ, ჩვენ გაგიმარტივებთ მოგზაურობას და გირჩევთ როგორ დაგეგმოთ 7 დღე საქართველოში“-წერს ავტორი და მკითხველს თითოეულ დღეს დეტალურად აღუწერს.

1-ელ დღეს Condé Nast Traveller-ის ჟურნალისტი მოგზაურებს ძველი თბილისის, აბანოთუბნის, კვების ობიექტებისა და ბაზრის ნახვას ურჩევს.

მე-2 დღეს ნაძვნარში ჩაფლული ბაკურიანის, სადაც როგორც სრიალი შეიძლება, ასევე ლაშქრობა და ცხენით ჯირით.

მე-3 დღეს ქუთაისის, თეთრი ხიდის, ბაგრატის ტაძრისა და კვების ობიექტების.

მე-4 დღეს ჟურნალისტი მკითხველს თბილისში დაბრუნებას და ქალაქის შემოგარენში ბილიკებზე ლაშქრობას სთავაზობს.

მე-5 დღეს კი კახეთში გამგზავრებასა და ღვინის რეგიონის მონახულებას.

მე-6 დღეს ლოპოტას.

 მე-7 დღეს კი სიყვარულის ქალაქის, სიღნაღის დათვალიერებასა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…