გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

იაპონია ქვევრის ღვინისთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ruispiris biodinamiuri marani
ruispiris biodinamiuri marani

იაპონია ქართული ქვევრის ღვინისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული და საინტერესო ბაზარია, – ამის შესახებ  ”რუისპირის დინამიური მეურნეობის” დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი ”ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს.

მისივე შეფასებით, უახლოეს მომავალში ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება აზიური ქვეყნებიდან უფრო მეტად გაიზრდება.

“იაპონიაში შარშან ვგეგმავდით ღვინის გატანას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ადგილზე ჩვენი ღვინო აქტიურად იყიდება, რეზერვები არ გვეყო და ვერ გავიტანეთ. მიმდინარე წელს აქტიურად ველოდებით შემოთავაზებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღვინო ძვირადღირებულებულია და 1 ბოთლის ღირებულება, დაახლოებით, 16 ევროდან იწყება, შესაბამისი მომხმარებელი სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებთანაც აქტიურად ვმუშაობთ. ველოდებით სიტუაციების გადალაგებას, მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე და უახლოეს მომავალში ახალ ბაზრებთან დაკავშირებით ინფორმაცია გვექნება.

მსოფლიოში ძალიან იცვლება ტენდენციები. მაგალითად, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ღვინოს აქტიურად მოიხმარდნენ, ღვინის დალევას თავი დაანებეს, მაგრამ პარალელურად იმ ქვეყნებმა დაიწყეს, რომლებიც აქამდე აქტიურად არ სვამდნენ. ვფიქრობ, რომ ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება აზიის ქვეყნებიდან გაიზრდება. ტურისტები და ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზეც გაეცნობიან ქართულ ღვინოს. ძირითადად, მოთხოვნაა 7-8 დოლარიან ღვინოებზე, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებიც მაღალ ფასიან ღვინოებს ითხოვენ.

აღნიშნულის გარდა, ძალიან საინტერესოა ჩინური ბაზარიც. მათ ძალიან კარგად ისწავლე ხარისხიანი ღვინის გამოცნობა და ღვინოს სხვანაირად მიუდგნენ”, – აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ევროპიდან მოთხოვნა დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. შესაბამისად, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, მეურნეობის სამიზნე ბაზრები ამ ეტაპზე, აზიური ქვეყნებია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბაზრებიდან მოთხოვნა შემცირდა, მეურნეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამას კომპანიისთვის პრობლემა არ შეუქმნია, რადგან დანაკარგი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდით დაბალანსდა.

“რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარიც რჩება ჩვენს საექსპორტო ბაზრებს შორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპიდან მოთხოვნა, შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი, ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაა. მათთვის რუსეთ-უკრაინის ომი გარკვეული ფსიქოლოგიური დარტყმაა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპული ბაზრების აღდგენას, დაახლოებით, 5 წელი დასჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ აზიაში ქართული ღვინის ცნობადობა ევროპულ ბაზრებთან შედარებით დაბალია ეს მოცემულობა ვფიქრობ, მალე შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ღვინო აზიურმა ბაზრებმა კარგად გაიცნონ. დღეის მდგომარეობით, ჩვენი წარმადობის 60% ადგილზე იყიდება, ხოლო 40% –  ექსპორტზე”, – აცხადებს გიორგი ალადაშვილი.

ცნობისთვის, “რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 5 ჰექტარზეა გაშენებული. რაც შეეხება ღვინის მარანს,  2021 წელს გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…