გორსა და წყალტუბოში UEFA -ს სტანდარტების სტადიონები აშენდება

UEFA

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების  პროექტირებას იწყებს. 

გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე  დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის  ახალი სტადიონის აშენება; წყალტუბოში, კი,  არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ,  აშენდება  უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, რომელიც 5 000-6 000 მაყურებელს დაიტევს.

ორივე სტადიონზე  მოეწყობა  გასახდელები, საშხაპეები, მედიაცენტრი, საკონფერენციო დარბაზი,  უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემები.

ასევე, გათვალისწინებული იქნება მსაჯების, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის ოთახები და დოპინგ-კონტროლის სივრცე.

 გარდა ამისა,  სტადიონების ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები  და კომერციული სივრცეები.

გორსა და წყალტუბოში  თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი სტადიონების  აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,  სპორტული პროგრამების  განვითარებას და  სხვადასხვა, მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print