გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

გერმანიაში ღვინის პოპულარიზაციის კამპანია გრძელდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gvinis popularizaciis kampania
gvinis popularizaciis kampania

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს  გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები  სტუმრობდნენ.

ათკაციანი ჯგუფის წევრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს.  ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.

„გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან. საქართველოში  ჩამოვიყვანეთ როგორც ღვინოზე სპეციალიზებული, ასევე ცხოვრების სტილსა და მოგზაურობის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები. გვყავს ინფლუენსერები, რომლებიც ქმნიან კონტენტს და გამომწერებს საქართველოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევენ. ვიზიტის დროს, ვნახეთ ბევრი რამ უშუალოდ ღვინის საწარმოებს მიღმაც – ყოველდღიურობა და ქართული კულტურა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჟურნალისტებისა და ინფლუენსერებისთვისაც. მეღვინეობები მართლაც საოცარია, შესანიშნავია ქართული ღვინოები და ქართული სამზარეულო“, – აღნიშნა „ff.k Public Relations“-ს კონსულტანტმა, სვენია მეირინგმა (Svenja Meiring).

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. 

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო  წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…