გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

Georgian Airways რუსეთის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Georgian Airways
Georgian Airways

Georgian Airways-ი რუსეთის მიმართულებით ახალ რეისს ამატებს – თამაზ გაიაშვილმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა. ქართული ავიაკომპანია ზაფხულიდან თბილისსა და ეკატერინბურგს შორის ფრენებს დაიწყებს. ფრენების ზუსტი განრიგი ჯერ უცნობია და ჯერჯერობით არც ბილეთები იყიდება კომპანიის ვებგვერდზე.

ამჟამად ეკატერინბურგიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი დაფრინავს. Georgian Airways-ი კი რეისებს თბილისიდან მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და ნოვოსიბირსკის მიმართულებით ასრულებს.

მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში Red Wings ფრენებს დაიწყებს უფადან ბათუმში, ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, ასევე Mineralnye Vody -დან ბათუმის მიმართულებით. რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების საერთო რაოდენობა თვეში 400 რეისს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2023 წლის 19 მაისს, პუტინის გადაწყვეტილებით აღდგა, რასაც დასავლეთის მხრიდან კრიტიკა, უკრაინის მხრიდან კი გაიაშვილის დასანქცირება მოჰყვა. 

წყარო: mtavari.tv

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…