გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

Red Wings-ი რუსეთიდან თბილისსა და ბათუმში ფრენებს იწყებს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Red Wings 
Red Wings 

აპრილიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.


ავიაკომპანიის განრიგს უკვე დაემატა მიმართულებები ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. Red Wings-ის ვებ-გვერდის მიხედვით, ფრენის ღირებულება 8600 რუბლიდან იწყება.

პირველი რეისი თბილისის მიმართულებით 28 აპრილს შესრულდება. ფრენები ნიჟნი ნოვგოროდიდან სამშაბათს შესრულდება, ასევე სამშაბათობით შესრულდება თბილისი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისი.

ხოლო 5 ივნისიდან აღნიშნულ მარშრუტს სიხშირეები დაემატება და ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ფრენა ხუთშაბათობით, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით პარასკევს.

ამ მარშრუტზე მგზავრობის დრო 3 საათი 20 წუთია.

ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილს დაიწყება.

თავდაპირველად ფრენები ნიჟნი ნოვგოროდიდან შაბათობით, ბათუმიდან კი კვირაობით განხორციელდება.

28 მაისიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება:

ნიჟნი ნოვგოროდიდან დამატებით რეისი ოთხშაბათს, ბათუმიდან კი – ხუთშაბათს შესრულდება. ფრენა 3 საათი 35 წუთი გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…