გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

DROPS OF GOD-მა მაყურებელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
DROPS OF GOD
DROPS OF GOD

ფილმებისა და სერიალების შეფასების  წამყვან ამერიკულ ვებგვერდზე „Rotten Tomatoes“, Apple TV-ის სერიალის „DROPS OF GOD“  მე-2 სეზონი კრიტიკოსთა 89%-იან და მაყურებელთა 91%-იან მაღალ შეფასებას იღებს, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდისთვის მსოფლიო მასშტაბით.

21 იანვარს, Apple TV-ზე EMMY-ის მფლობელი, მრავალენოვანი სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონის პრემიერა შედგა. სეზონი რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს.

„DROPS OF GOD“ ეფუძნება ამავე სახელწოდების ბესტსელერ იაპონურ მანგას და წარმოადგენს ფრანგულ-იაპონურ დრამას. სერიალის გმირების მამას, ლეგენდარულ ფრანგ სომელიე ალექსანდრ ლეჟერს,  შექმნილი აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ღვინის კოლექცია. მეორე სეზონში სერიალის გმირების ამოცანაა მიაგნონ კოლექციის ყველაზე საუკეთესო და ამავდროულად უსახელო ღვინის ბოთლის წარმოშობის ადგილს.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სხვა ქვეყნებთან ერთად, სერიალის გმირები საქართველოშიც მოგზაურობენ.

„მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში, კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმი“ მონაწილეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…