გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

დასავლეთ საქართველოს ღვინოები – სტატია “The Wine Palate“ -ზე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Wine Palate
Wine Palate

სტატიის ავტორი, ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი (Lisa Perrotti-Brown), რომელიც ღვინის ინდუსტრიაში 25 წელზე მეტია მოღვაწეობს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული კომპანიის „Big Sky Ranch Inc” თანამშრომლობის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს მიმდინარე წლის ოქტომბერში ეწვია.

ლისა პეროტი-ბრაუნმა იმერეთსა და რაჭაში იმყოფებოდა, სადაც მრავალფეროვანი ქართული ღვინოებს და  ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებს გაეცნო. სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც  ლისა პეროტი-ბრაუნმა სხვადასხვა ღვინის კომპანიის 50-მდე ღვინო დააგემოვნა. 

„ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში კახეთს რამდენჯერმე ვესტუმრე; იმერეთსა და რაჭაში პირველი მოგზაურობის შემდეგ, საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებები კიდევ უფრო აშკარა გახდა. დასავლეთ საქართველო მიდრეკილია მჟავიანობის, მრავალფეროვნებისა და დახვეწილობისკენ, რაზეც გავლენას ახდენს ზღვის კლიმატი, უფრო მაღალი მდებარეობები, უფრო მსუბუქი მაცერაცია და პატარა მასშტაბის მეურნეობები“, – წერს სტატიის ავტორი. 

ლისა პეროტი-ბრაუნი სტატიაში საუბრობს დასავლეთ საქართველოში გასინჯული ღვინოებიდან შერჩეულ 10 საუკეთესო ღვინის შეფასებებზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი საქართველოში მიმდინარე წლის ივლისშიც იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ, ქართული ღვინის შეფასებებზე სტატია სათაურით  „ქართული ღვინოები გლობალურ ასპარეზზე გამოდიან“ ლისა პეროტი-ბრაუნმა The Wine Palate-ში სექტემბრის გამოაქვეყნა. ონლაინ გამოცემა „The Wine Palate“ (ღვინის გემო) მოიცავს ექსპერტების მიერ შეფასებული ღვინოების მონაცემთა ბაზას მთელი მსოფლიოდან,  განახლებადი მიმოხილვებით.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2013 წლიდან განხორციელებულმა მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…