გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს საზანოს ოცხანური დაემატა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
sazanos ockhanuri
sazanos ockhanuri

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.

ღვინო „საზანოს ოცხანურის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. აღნიშნული ღვინის წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.

„საზანოს ოცხანური“ წითელი მშრალი ღვინოა; მიკროზონა მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზედა საზანო, სკანდე, მუჯირეთ, ჩიხორი, დელტას უბანი, შიმშილაქედი, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და შიმშილაქედი. მიკროზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 120-420 მეტრის სიმაღლეზე. ღვინო „საზანოს ოცხანური“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება, თუმცა, დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება.

საზანოს ოცხანური მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით, ქვევრში (ჭურში) ან უჟანგავ ფოლადის რეზერვუარში. 

იმერეთი ვენახების ფართობით დასავლეთ საქართველოში პირველ ადგილზეა. იმერეთის ღვინოები მზადდება მთის ფერდობებზე და დაქანებებზე გაშენებული ვაზების ყურძნიდან და გამოირჩევიან მაღალი ხარისხით. ეს ღვინოები, ძირითადად, ზომიერი სიმაგრისაა, ხასიათდება სინაზით, სისრულით და თავისებური არომატით. 

იმერეთში დარეგისტრირებულია სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: სვირი, ობჩა და საზანოს ოცხანური.

საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი, რაჭა და საზანოს ოცხანური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…