გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

“ჩვენი ამოცანაა ეკოტურიზმის განვითარება”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
ecoturizmis ganvitareba
ecoturizmis ganvitareba

„ჩვენი ამოცანაა, ეკოტურიზმის განვითარების პარალელურად, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას ეკოტურიზმის განვითარებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებაში, რათა შექმნას ხარისხიანი სერვისები და გახდეს ბუნებაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქმიანობის მატარებელი“, – ამის შესახებ  დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი აცხადებს. 

მისი ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო მცირე გრანტების, ტრენინგებისა და მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით ხელს შეუწყოს ეკომეგობრული საქმიანობის განვითარებას.

„როგორც კი დაცული ტერიტორია იქმნება, პარალელურად ჩნდება ეკოტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას დაიწყონ სხვადასხვა ეკომეგობრული საქმიანობა და გააუმჯობესონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

საქმიანობა გულისხმობს საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას, კვების ობიექტების გახსნას, მომსახურების სხვადასხვა სფეროს განვითარებას, ცხენებით გასეირნების ორგანიზებას თუ სხვა ტურისტული შეთავაზებებს“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…