გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი იზრდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aragvis daculi teritoria
aragvis daculi teritoria

არაგვის დაცული ლანდშაფტის ფართობი 3638 ჰექტრით იზრდება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი განიხილავს.

კერძოდ, ცვლილებები შედის საქართველოს კანონში „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. ინიციატივის მიხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის საზღვრები გაფართოვდება და მასში ვაშლობის ხეობაც მოექცევა, რომელსაც დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიენიჭება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საზღვრები ამჟამად მოიცავს მდინარეების – გუდამაყრის, არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს.

დოკუმენტის მიხედვით, ვაშლობის ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა იყო.

„ვაშლობის ხეობის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სხვა დაცულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და შესაბამისად ტურიზმის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციო–ეკონომიკური განვითარების პოტენციალის შექმნა ის სარგებელია, რასაც დაცული ლანდშაფტის გაფართოებამ შესაძლოა მოუტანოს მთიულეთისა და გუდამაყრის მოსახლეობას“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…