გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ბრიტანული მედია საქართველოს პოტენციალს ეცნობიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
britanuli media
britanuli media

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან პოპულარული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს. The Sun-ის, The Mirror-ის, The Daily Express-ის, TTG-ისა და PA Media-ს ჟურნალისტები და ფოტოგრაფები საქართველოში ბრიტანულ ავიაკომპანიასთან easyJet ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან. 

ბრიტანელი ჟურნალისტები თბილისის, მცხეთის, წალკის, უფლისციხისა და საქართველოს სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ ვრცელ სტატიებს ამზადებენ, მთავარი აქცენტები გაკეთდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის, სათავგადასავლო ტურიზმის, კულტურისა და სამზარეულოს შესახებ. ტურის მიზანია დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლება.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია, ავიაკომპანია easyJet თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოს დღეებში, საქართველოში, კიდევ ერთ მედია ტურს უმასპიძლებს, ამჯერად შვეიცარიიდან.  საქართველოში Pichon Voyageur-ის, Echo Magazine-ის, Le Matin Dimanche-ისა და 20 Minutes-ის წარმომადგენლები ჩამოვლენ. პრესტურის მიზანია ჟენევა-თბილისის ავიამიმოსვლის პოპულარიზაცია, მგზავრთა ნაკადის ზრდა, აგრეთვე შვეიცარიაში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე გავრცელება.

easyJet ჰონგ-კონგში გამართულ საავიაციო ფორუმზე Routes Awards 2025 მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.  Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი – თბილისი. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი easyJet-თან თანამშრომლობას გულისხმობს. კამპანიის ფარგლებში, დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე skyscanner მომზადდა ციფრული ბანერები საქართველოს შესახებ. კამპანია მოიცავს მედიატურებს, სოციალურ ქსელებში, ციფრულ და ბეჭდურ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიების მომზამდებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…