გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

„ავიაციის ოსკარი“ – Turkish Airlines-მა 8 ჯილდო აიღო

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Turkish Airlines Tbilisi
Turkish Airlines Tbilisi

ბრიტანული კომპანია Skytrax-ის ვერსიით თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines ევროპაში 2025 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

Skytrax-ის რეიტინგი, რომელსაც ხშირად „ავიაციის ოსკარსაც“ უწოდებენ, ეფუძნება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მგზავრთა გამოკითხვას და წარმოადგენს ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტს ავიაკომპანიებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საუკეთესო ავიაკომპანიები ევროპის სხვადასხვა რეგიონში
ევროპული საერთო რეიტინგის მიხედვით, Turkish Airlines-მა კვლავ დაიბრუნა ლიდერის პოზიცია ფართო მარშრუტული ქსელისა და მაღალი ხარისხის მომსახურების წყალობით. საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ Air France, Swiss International Air Lines, British Airways და Lufthansa.

2025 წლის Skytrax-ის მსოფლიო ავიახაზების დაჯილდოებაზე Turkish Airlines-ს ჯამში 8 ჯილდო ერგო, მათ შორის:

  • „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია“,
  • „მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს-კლასის კვება“,
  • „საუკეთესო ავიაკომპანია სამხრეთ ევროპაში“,
  • „საუკეთესო ეკონომ-კლასი ევროპაში“,
  • „საუკეთესო ეკონომ-კლასის ბორტზე კვება ევროპაში“,
  • „საუკეთესო ბიზნეს-კლასი ევროპაში“,
  • „საუკეთესო ბიზნეს-კლასის ბორტზე კვება ევროპაში“,
  • „საუკეთესო ბიზნეს-კლასი სამხრეთ ევროპაში“.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…