გადასვლა მთავარ შიგთავსზე
კახეთიtravelnews.ge

ამერიკული მარკეტინგული კომპანიის მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის  ტური ჩატარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Gvinis turi
Gvinis turi

ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის  ტური ჩატარდა,

14 კაციანი პროფესიონალების ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ „Colangelo & Partners“-ის ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერი მერიონ ჰელუი და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები.

ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც  ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ,  ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოებს.

„საქარველოში იმყოფება ჯგუფი აშშ-დან – ტექსასიდან, კალიფორნიიდან, ნიუ ჯერსიდან, ნიუ იორკიდან და ფლორიდიდან. იმპორტიორები ჩამოსულები არიან ქართული ღვინოების შესაძენად; დისტრიბუტორები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ იმპორტიორებთანღვინოების სხვადასხვა ბაზარზე გასავრცელებლად; არიან საცალო სავაჭრო ობიექტების მფლობელებიც; მთავარი იდეა სტრატეგიის, რომელსაც ვახორციელებთ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, არის ის, რომ წარმოვაჩინოთ საქართველოს უნიკალური ღირებულებები და ამ ადამიანებისგან შევქმნათ ქართველი ღვინის მუდმივი ელჩები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის გაყიდვების ზრდას ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა მერიონ ჰელუიმ.

აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.  

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც  ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ჯილდოს გადაცემა
თბილისი

საქართველო Trip.com Group-ის სტრატეგიული პარტნიორია – რას ნიშნავს საერთაშორისო აღიარება ქართული ტურიზმისთვის?

Trip.com Group საქართველო - ეს პარტნიორობა ქვეყნის ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სიდნეიში გამართულ 2026 Trip.com Group Global Partner Summit-ზე სპეციალური ჯილდო Strategic Partnership Destination of the…

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…