თბილისი, საქართველო – საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2026“, რომელიც 24-25 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება, მონაწილეებს AI Matchmaking & Networking პლატფორმას სთავაზობს. პლატფორმა თითოეულ მონაწილეს შესაფერის ბიზნეს-პარტნიორებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით არჩევს და სამიტის ორი დღის განმავლობაში მინიმუმ 15 წინასწარ დაგეგმილ პირისპირ შეხვედრას უზრუნველყოფს.
დიდ ღონისძიებებზე საქმიანი გაცნობები ხშირად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. AI Matchmaking-ი ამ პროცესს წინასწარ დაგეგმილ სამუშაო განრიგად აქცევს – მონაწილემ სამიტზე მისვლამდე იცის, ვის, როდის და რა მიზნით შეხვდება.
როგორ მუშაობს პლატფორმა – პროცესი ოთხ ნაბიჯად მიმდინარეობს:
- პროფილი – რეგისტრაციისას მონაწილე მიუთითებს საქმიანობის სფეროს, ბიზნეს-მიზნებს და იმას, ვისთან შეხვედრა სურს.
- შერჩევა – ხელოვნური ინტელექტი პროფილებს ადარებს და ყველაზე რელევანტურ კონტაქტებს სთავაზობს.
- ჯავშანი – მონაწილეები ერთმანეთს შეხვედრის მოთხოვნებს უგზავნიან და დროს წინასწარ ათანხმებენ.
- შეხვედრა – სამიტზე შეხვედრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, Networking Lounge-ში იმართება.
პლატფორმა „ტურისტერმა“ 2025 წელს გაუშვა და პირველივე წელს მისი დახმარებით 200-ზე მეტი ბიზნეს-შეხვედრა დაიგეგმა. ორგანიზატორების შეფასებით, 15 შეხვედრა საშუალოდ 5-ზე მეტ შედეგიან კონტაქტს (ლიდს) იძლევა.
შეხვედრების ხარისხს აუდიტორია განსაზღვრავს – „ტურისტერის“ 400-ზე მეტი დელეგატის 75% გადაწყვეტილების მიმღები პირია, კომპანიების ხელმძღვანელები და მფლობელები. მათ შორის არიან სასტუმროები, ტუროპერატორები, სამოგზაურო სააგენტოები, ტურისტული მომსახურებისა და ტექნოლოგიური კომპანიები. სამიტზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან გლობალური ბრენდები, მათ შორის Trip.com, Booking.com, STR (CoStar), Semrush by Adobe და UN Tourism.
„AI Matchmaking-მა ჩვენი ორი დღე საოცრად ეფექტური გახადა – უფრო მეტი ხარისხიანი კონტაქტი შევაგროვეთ, ვიდრე მთელი წელი ცივ კონტაქტებთან მუშაობით“, – აცხადებს ნინო ბერიძე, HORECA Service Company-ის გაყიდვების მენეჯერი.
„ჩვენი მიზანია, რომ სამიტზე დახარჯულმა ყოველმა საათმა შედეგი მოიტანოს. AI Matchmaking-ი შემთხვევით გაცნობას დაგეგმილ საქმიან შეხვედრად აქცევს“, – აცხადებენ სამიტის ორგანიზატორები.
სამიტის ორგანიზატორიებია: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია შინდი.
გენერალური სპონსორები: Exely, Beta Holding, Roamingo, TRE.ge, SS.ge, Skipass, Lemondo
სპონსორები: Expo Georgia, Mercury, Satchashnike, Econsul, Bene Exclusive, GURU Holding, Teliani Valley, HELVETAS, Sweden (Sverige), Episode
მედია პარტნიორები: Entrepreneur, BMG
პლატფორმაზე წვდომა სამიტის ბილეთის შეძენისას იხსნება. რაც უფრო ადრე დარეგისტრირდება მონაწილე, მით მეტი დრო ექნება სასურველი შეხვედრების დასაგეგმად. რეგისტრაცია და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://tourister.ge


