გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 1.1%-ით შემცირდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saqartveos sastumroebi
saqartveos sastumroebi

2025 წლის მეორე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.3 ათასით განისაზღვრა, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა კი 1.1 პროცენტით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 681.1 ათასი შეადგინა.

“საქსტატის” ცნობით, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 692.5 ათასით განისაზღვრა, რაც 4.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 36.6 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.5 პროცენტს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.0 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.5 პროცენტი — აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

2025 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.8 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 385.8 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 363.2 ათასი ვიზიტი თვეში).

2025 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 280.6 მილიონი ლარით, რაც 6.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 166.9 ლარს გაუტოლდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…