გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

ადგილობრივი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები თბილისი და იმერეთია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Imeretis regioni
Imeretis regioni

2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტების მიერ ქვეყნის შიგნით განხორციელებული ვიზიტებისას საშუალო თვიურმა დანახარჯმა 300.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.2%-იანი ზრდაა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ ვიზიტზე საშუალო დანახარჯიც გაიზარდა და 177 ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 6%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის მიხედვით, აპრილ-ივნისში საქართველოში 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.365 მილიონი იყო. მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1.699 მილიონი შეადგინა.

ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა, თუმცა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში, საქართველოს რეზიდენტების მიერ ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასი იყო, რაც წლიურად 1.3%-ით ნაკლებია.

ადგილობრივი ტურისტების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიმართულებებს შორის ლიდერობდა იმერეთი და თბილისი — თითოეულ მიმართულებაზე საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი მოდიოდა თვეში.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 52.6%, მეგობრებისა და ნათესავების მონახულებას უკავშირდებოდა.

საქსტატის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ შიდა მოგზაურობისას საქართველოს რეზიდენტების ხარჯებში ყველაზე დიდი წილი საყიდლებზე გაწეულ დანახარჯებს ეკავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…