გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

2025 ში ქართული ღვინის პოპულარიზაცია 21 ქვეყანაში მოხდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gvinis popularizacia
gvinis popularizacia

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 58 გამოფენა-ფესტივალსა და 322 დეგუსტაცია-სემინარზე. ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება –  აშშ, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სლოვენია,  დიდი ბრიტანეთი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, პოლონეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ფინეთი,  ბრაზილია, სომხეთი, კანადა, უზბეკეთი.

გასულ წელს, უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით საქართველოში ჩატარდა 18 ღვინის ტური ჯგუფების შემადგენლობაში ღვინის მაგისტრები, ექსპერტები, სომელიეები, იმპორტიორები, HORECA სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მხრიდან მაღალია ინტერესი მოიძიონ ახალი პარტნიორები საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და  ექსპორტის ზრდის კუთხით. ღვინის ტურები განხორციელდა გერმანიიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გაიმართა ჯამში 32 ღონისძიება, მათ შორის, 30 გამოფენა-ფესტივალი და 2 კონკურსი; აღნიშნული ღონისძიებების გამართვის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალის  და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდის ხელშეწყობა.

მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, თანადაფინანსების სახით, 9 ღვინის კომპანიამ, ჯამურად, 692.969 ლარი მიიღო.  პროგრამის პირობების თანახმად, აღნიშნული კომპანიები მონაწილეობდნენ საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალებში, ქართული ღვინის წარდგენის სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაში და  აღნიშნული მარკეტინგული აქტიობების შედეგად, ექსპორტის მოცულობა გაზარდეს ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრების მიმართულებით. მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ ის კომპანიები იღებენ, რომლებიც ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა), პრიორიტეტულ ბაზრებზე ახორციელებენ.    

ზემოთ აღნიშნული აქტივობები განხორციელდა „ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო  პროგრამის“ ფარგლებში, რომელის ბიუჯეტიც 2025 წელს 17,4 მილიონ ლარს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…