1 მარტს, თელავში სტარტაპ საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

startup investment forum

1 მარტს თელავი მეორედ უმასპინძლებს სტარტაპ საინვესტიციო ფორუმს.

ფორუმის მიზანია კახეთში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა და ადგილობრივი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა.

ღონისძიების ფარგლებში, თელავს საინვესტიციო სფეროში ჩართული პროფესიონალები ესტუმრებიან. ისინი, 3 დღის განმავლობაში, ადგილობრივ მეწარმეებს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან და დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფორუმის დასკვნითი ნაწილი 1 მარტს, 13:00 საათზე, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel-ში გაიმართება, სადაც მოვისმენთ ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, სხვადასხვა სფეროს აზრის ლიდერების პრეზენტაციებსა და საინტერესო პანელურ დისკუსიებს.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აქსელი უმასპინძლებს რამდენიმე დახურულ შეხვედრასაც, სადაც ანგელოზი ინვესტორები, პარტნიორები და სტარტაპების დამფუძნებლები არაფორმალურ გარემოში შეძლებენ საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ფორუმი ტარდება აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით, თელავის ტექნოპარკის ორგანიზებითა და გურჯაანის და ახმეტის ტექნოპარკების მონაწილეობით.

ღონისძიების პარტნიორები: GEC Consulting, Kudos Georgia და Arci.
ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რამდენიმე დღის ვადაში, მიიღებთ დასტურსა და დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტაზე: https://rb.gy/nqwugv

თუ გსურთ დაესწროთ აქსელის დახურულ საინვესტიციო შეხვედრებს, როგორც ანგელოზი ინვესტორი და მოისმინოთ ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://rb.gy/fcecxs

თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებში ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://rb.gy/7a4r57

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები