გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tamar ioseliani
tamar ioseliani

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ზოგადად, საბერძნეთისა და ევროკავშირის მიმართულება ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს  რეკორდული მაჩვენებლები გვქონდა როგორც ავიაციის, ისევე ტურიზმის მიმართულებით. გამოვყოფდი საბერძნეთის მიმართულებას, სადაც წინა წელს მოვემსახურეთ დაახლოებით 300 000-მდე მგზავრს და გვქონდა დაახლოებით 30%-იანი მატება“, – აცხადებს თამარ იოსელიანი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ევროპის მიმართულებებზე მგზავრთნაკადის სტატისტიკა გაზრდილია და ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპის, ასევე ევროკავშირის მიმართულებები. აქაც 16%-იანი მატება გვქონდა და დაახლოებით ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. ჩვენთვის ბაზრების დივერსიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ისეთი სტრატეგიული მიმართულებებიდან, როგორიც ევროკავშირია – ჩრდილოეთ ევროპისა და გერმანიის შემდეგ, საბერძნეთი არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც სიხშირეები იზრდება და წელსაც ველოდებით ძალიან მაღალ მაჩვენებლებს, როგორც ტურიზმის, ასევე მგზავრთნაკადის მიმართულებით“, – აცხადებს თამარ იოსელიანი.

 Sky Express ჰერაკლიონი-თბილისი-ჰერაკლიონის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 6 ივლისიდან შეუდგება. ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა და რეგულარულ რეისებს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ასრულებს.

დღეისთვის საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს Sky Express-ის გარდა Aegean Airlines და Wizz Air ასრულებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…