გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

1 იანვრიდან ტურისტებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
samogzauro dazdveva
samogzauro dazdveva

2026 წლის 1 იანვრიდან „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

პოლისის სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.

პოლისში აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი მონაცემები:

  • დაზღვევის მხარეები;
  • დაფარული ტერიტორია;
  • დაზღვევის საგანი;
  • დაზღვევის დაწყებისა და დასრულების დრო;
  • სადაზღვევო რისკები და სადაზღვევო თანხის ოდენობა (ლიმიტები);
  • სადაზღვევო შესატანის მოცულობა, გადახდის ადგილი და ვადა.

ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა საჭიროა დაზღვეული ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.

პოლისის ქონის ვალდებულება არ ვრცელდება:

  • დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
  • დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
  • საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
  • პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.

„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N602 დადგენილების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…