გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სავალდებულო დაზღვევის შემოღება 1 იანვრამდე გადავადდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilisi international airport
Tbilisi international airport

შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ვალდებულების ამოქმედება, სავარაუდოდ, 2026 წლის იანვრამდე გადაიდება. აღნიშნულს “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ “ტურიზმის შესახებ” კანონში დაინიცირებული ცვლილება გულისხმობს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შემუშავების პროცესშია „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და მისი პირობები.

ამასთან, განმარტებითი ბარათის მიხედვით, დადგენილების პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი წინაპირობები, რომელთა გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ტურიზმის შესახებ“ კანონში განხორციელდეს ცვლილება და სავალდებულო დაზღვევის ქონის ვალდებულების ამოქმედება შეჩერდეს 2026 წლის 1 იანვრამდე.

შეგახსენებთ: აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობდა და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1 ივნისამდე უნდა დამტკიცებულიყო.

ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობას 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა მიეღო „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. აღნიშნულს ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს. 

jandacva.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…