გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

ზაზა ჭითანავა: ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება, ტურისტული ნაკადების გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
turistuli bilikebi
turistuli bilikebi

“ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდის შესანიშნავი შესაძლებლობაა”, – ამის შესახებ საქართველოს გიდების ასოციაციის საბჭოს წევრმა, გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სერტიფიცირებულმა ტრენერმა ზაზა ჭითანავამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ტურისტული ნაკადების ზრდას რეგიონებში, შესაძლებელია, მეტი დრო დასჭირდეს. 

“საქართველოში ტურისტული საფეხმავლო ბილიკების განვითარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა ქვეყანაში ტურისტული ბილიკების ქსელის მშენებლობისა. ამ მხრივ გამორჩეული და აღსანიშნავია დაცული ტერიტორიები, თუმცა ამას გარდა ჩვენ გვაქვს სატყეო სივრცე და ამ მხრივ პოტენციალი არის უზარმაზარი. რეგლამენტის ამოქმედება ჩვენ დაგვეხმარება საფეხმავლო ტურისტული ბილიკები ქვეყანაში ქაოსურად და სხვადასხვა სტანდარტებით კი არ განვითარდეს, არამედ ერთი ფორმულის, ერთი სტანდარტიზაციის შესაბამისი იყოს.

ეს აუცილებლად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს და უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობას, თუმცა შიდა ტურისტული ნაკადების ზრდას რეგიონებში, ტურისტული საფეხმავლო ბილიკების სარგებლობის კუთხით შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. დიახ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ეს კულტურა, მაგრამ ზოგადად ტურისტული საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობის კულტურა ქვეყანაში კიდევ უფრო განსავითარებელია. ამისთვის პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. ტურისტული საფეხმავლო ბილიკი არ არის მხოლოდ ტურისტული პროდუქტი. ეს ადამიანისთვის, საბუნებისმეტყველო შემეცნებისთვისაც ასევე, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზაზა ჭითანავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი “საფეხმავლო ბილიკების მონიშვნისა და გეგმარების შესახებ“. დოკუმენტი ადგენს მოთხოვნებსა და ნორმებს საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის მიმართ და არის სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საწარმოებისათვის.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…