გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ზამთრის ტურისტული სეზონისთვის უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური კამპანია – მაია ომიაძე

ყველა სიახლეზე დაბრუნება
maia omiadze
maia omiadze

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განაცხადებით, ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს ზამთო კურორტებზე ვიზიტორთა მოსაზიდად მიზნობრივ ბაზრებზე უკვე ერთი თვეა ტარდება მასშტაბური სარეკლამო კამპანია.  

„ჩვენ ძალიან კარგი ზამთრის სეზონი გვექნება, წინ გვაქვს ზამთრის სეზონი და უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური მზადება. ჩვენი მარკეტინგული კამპანიების შინაარსი შეიცვალა და ახლა ზამთრის პროდუქტებსა და კურორტებს პოზიციონირებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთის დიდ ქალაქებში, მეტროსადგურებთან, დიდ მოედნებსა და პროსპექტებზე, ასევე გერმანიაში, პოლონეთში, სადაც მთავარი ქალაქები საქართველოს სამთო კურორტებისა და ბუნების ამსახველი ბანერებით არის სავსე“,- აღნიშნა მაია ომიაძემ.


ზამთრის სეზონისთვის მზადება მოიცავს არა მხოლოდ გარე რეკლამას, არამედ დამატებით მედია არხებს, მათ შორის, რადიო და ტელევიზია, სოციალური ქსელები.  კამპანიების შინაარსი სეზონის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა, დაახლოებით ერთი თვეა აქტიურად ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის”.


მაია ომიაძის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს კოორდინაცია იმ უწყებებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კურორტების მართვასა და ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე. 


„ზამთრის კურორტებს ყოველთვის ახლავს გამოწვევები, გამტარუნარიანობის საკითხები, რიგები, საცობები. თუმცა, ჩვენ მზად ვართ და წელს ვფიქრობთ, რომ სეზონი ძალიან წარმატებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მაღალი სტანდარტები სამთო კურორტებზე”. 


მაია ომაიძის განცხადებით, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნა. 


„ახალი პროექტები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი კურორტები და მიზიდულობის წერტილები არის ის, რის შემუშავებაზეც კერძო სექტორთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. საქართველოს მთავარი მახასიათებელი: ოთხსეზონიანი, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტი, სადაც ტურისტები ყოველთვის კმაყოფილები მიდიან”,- აღნიშნა მაია ომიაძემ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…