5 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 1.5 მლრდ $-მდე შემცირდა

shemosavlebi turizmidan

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლები 2.1%-ით 1.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მარტ-აპრილში ტურიზმში შემოსავლების კლების შემდეგ მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მარტი-აპრილის შემცირება კი ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით იყო გამოწვეული.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print