გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

“წინასწარი ჯავშნები უცხოეთიდან შემოგვდის”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saojaxo sastumro zebo
saojaxo sastumro zebo

წინასწარი ჯავშნები უცხოეთიდან შემოგვდის, თუმცა აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან იწყება, – ამის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე პირველი საოჯახო სასტუმროს “ზებოს” დამფუძნებელმა ზებურ ბოლქვაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროს დამსვენებლების 90%-ს უცხოელები შეადგენენ, მათ შორის, ყველაზე მეტი დამსვენებელი ავსტრიიდან და გერმანიიდანაა.

“მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასტუმროების ნაწილი ზამთარში დაკეტილია. ჩვენც ჯერჯერობით დაკეტილი ვართ და ვფიქრობთ, რომ მაისში გავიხსნებით, რადგან აღნიშნულ თვეში ჯავშანი უკვე გვაქვს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან. პანდემიის შემდეგ, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს გერმანიიდან, ავსტრიიდან და ასევე, ამერიკიდან. ჩამოსულ სტუმრებს ქართული ყველაფერი აინტერესებთ. მათ შორის, ადგილზე ვაცნობთ აჭარის ტრადიციულ მეფუტკრეობას და ქართული თაფლი ძალიან მოსწონთ. ადგილობრივი დამსვენებლების რაოდენობა ჩვენს სასტუმროში დაახლოებით, 10%-ს შეადგენს”, – აცხადებს “ზებოს“ დამფუძნებელი. 

რაც შეეხება მოლოდინებს – ზებურ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად საოჯახო სასტუმრო გარკვეულწილად რემონტდება და სამომავლოდ უკეთესი მაჩვენებლების იმედი აქვს.

ცნობისთვის, სასტუმრო “ზებო” აჭარაში, სოფელ გობრონეთში 2007 წელს დაფუძნდა. მთიანი აჭარის ამ უძველეს სოფელში მუდმივად მხოლოდ თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს. თუმცა ბათუმიდან 55 კმ-ში მდებარე ულამაზეს ადგილს ტურისტები არ აკლია.

საოჯახო სასტუმროს პარალელურად მოწყობილია ეთნო ეზო, სადაც გამოფენილია ძველი აჭარული ნივთები და სხვადასხვა აქსესუარი. პროექტი მიზნად ისახავს გობრონეთი რეგიონში ტურისტულ ცენტრად იქცეს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…