გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

წელს ბათუმის აეროპორტში ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით 

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tamar ioseliani
tamar ioseliani

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) უმსხვილესმა კონტრაქტორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი კრიტიკულ ზონებში 1 კმ-ის მონაკვეთზე ხელოვნური საფარის კაპიტალურ განახლებას მოიცავდა. ბათუმის აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა გაორმაგდა, რაც აეროდრომს ერთდროულად 9 საშუალო ზომის თვითმფრინავისა და 1 ვერტმფრენის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ასევე აეროპორტების გაერთიანების (UAG) მენეჯმენტთან ერთად დაათვალიერა და გაფართოების ახალ პროექტსაც გაეცნო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მგზავრთნაკადის წინასწარი პროგნოზით ისტორიული იქნება.

,,თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რეაბილიტირდა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კრიტიკული ზონა. შესაბამისად ჯამში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, TAV Georgia-მ 25 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღნიშნული ხელს უწყობს მგზავრთნაკადის ზრდას და შესაბამისად აეროპორტის ეფექტიან მომსახურებას.

ჩვენ, წელს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ისტორიულ მაქსიმუმს ველოდებით. შესაბამისად, 1,2 მლნ მგზავრზე არის ჩვენი პროგნოზი გაკეთებული. მგზავრთნაკადი რომ შევადაროთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდის 8 თვეს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის უკვე 32%-იანი მატება გვაქვს, რეისების კუთხით კი 35%-იანი ზრდა,-” განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მიმდინარე წელს ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტში დაგეგმილია მგზავრთა გაფრენისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონების გაფართოება, ასევე ტერმინალის შესასვლელის დამატებითი ფართის მოწყობა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას TAV Georgia-ს ბათუმში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 25 მლნ. ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამართულად ფუნქციონირებისთვის დამატებითი სპეცტექნიკა შეიძინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…